13:57
19 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
დედამიწის მოსახლეობა 2100 წლისთვის 10,9 მილიარდს მიაღწევს - გაერო-ს კვლევა
24-06-2019

გაერო-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით სამი მილიარდით გაიზრდება და 10.9 მილიარდს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი მოსახლეობის რაოდენობა დახლოებით 9,7 მილიარდი იქნება. თუმცა ეს ბოლო კვლევა მაინც უფრო მოკრძალებულ ზრდას გულისხმობს, ვიდრე აშშ-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებლი ანგარიში, რომელიც 11,2 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შობადობის გლობალური კოეფიციენტი ბოლო ათწლეულებში კლებულობს, კერძოდ, 1990 წელს ეს იყო 3,2, ხოლო წელს არის 2,5. თუმცა ეს ყველა რეგიონს თანაბრად არ ეხება და მაინც გამოიწვევს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას. ყველაზე დიდი მატება ივარაუდება აფრიკაში, საჰარიდან სამხრეთით. ბევრ სახელმწიფოში კი მოსახლეობა შემცირდება. ინდოეთი 8 წელიწადში ალბათ გახდება ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო და გაუსწრებს ჩინეთს. ამ უკანასკნელში 2050 წლისთვის მოსახლეობა 2,2 პროცენტით შემცირდება და 1,43 მილიარდამდე იქნება. აშშ-ის მოსახლეობა 329 მილიონიდან საუკუნის ბოლოსთვის 434 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა უმთავრესად მიგრაციის ხარჯზე.

AutoPlay
"საკმაოდ "ძვირია" გადახდილი იმაში, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ფერიცვალება" - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ფერიცვალების შესახებ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს - პოლონეთში მიღებული გადაწყვეტილება 2 მილიონ ადამიანს შეეხება
31-07-2019
ყველაფერი, რაც მწერების ნაკბენების შესახებ გაინტერესებთ - თქვენს კითხვებს პარაზიტოლოგი პასუხობს
31-07-2019
ელიზაბეთ ტეილორის Rolls-Royce აუქციონზე გაიყიდება
31-07-2019
მსახიობი რუსი ტეილორი, რომელიც მინი მაუსს ახმოვანებდა გარდაიცვალა
31-07-2019
ბუნებრივი რესურსების წლიური ნორმა უკვე გახარჯულია
31-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები