დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივმა თვითმმართველობები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.დასუფთავების მასშტაბური აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქციები თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე ჩატარდება.