მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ უახლოესი 100 წლის განმავლობაში, ღრუბლები, რომლებიც დედამიწას გადახურებისაგან იცავენ,მოსალოდნელია რომ გაქრეს. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ეს მოხდა კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ატმოსფეროში საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე აირების კონცენტრაციის ზრდა საფრთხეს უქმნის ღრუბლის ფენას, რომელიც მსოფლიო ოკეანეს მზის სხივებისაგან იცავს. მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 8 გრადუსით მოიმატებს. რაც ბუნებრივი კატასტროფების გარდა ქმნის საფრთხეს, რომ მასობრივად განადგურდება ფლორა და ფაუნა. მეცნიერების მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა აცხადებს, რომ ღრუბლების გაქრობა რეალურია. ამისთვის საკმარისია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დინამიკას გადავხედოთ. 1955 წლის შემდეგ კონცენტრაცია 1/3 -ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კონცენტრაცია ამ დონეზე შენარჩუნდეს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია, თუ დაცული იქნება პარიზში კლიმატის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა 1,5-2 გრადუსის ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.