თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა ტიპის დარბაზები განთავსდება. მშენებლობას საფუძველი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩაუყარა. კალაძის განცხადებით, მულტიფუნქციური ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მისივე თქმით, ანალოგიური კომპლექსების მშებელობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას