დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო - Palitra News

დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო

2019-06-17 13:14:35+04:00

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ აღნიშნა, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება.