თბილისში ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ჯარიმები იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში მდებარე ეზოების, სკვერების, ქუჩების, მოედნების თვითნებური გადათხრის ან დაზიანების, სამშენებლო მასალებით ჩახერგვის, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვების ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევისა და შეუსრულებლობისთვის 28 აგვისტოდან ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად 1000-ით, ხოლო იურიდიული - 2000-ის ნაცვლად 3000 ლარით დაჯარიმდება.„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში იმავე ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული პირი 6 000 ლარით დაჯარიმდება.