დედაქალაქში დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება - Palitra News

დედაქალაქში დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება

2021-04-17 13:16:54+04:00

დედაქალაქში დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი – დიდი დიღმის III - I მიკრორაიონი– ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია. ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.