დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება - Palitra News

დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

2019-05-24 13:07:44+04:00

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე "ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას" შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები "შვიდკაცა" და "მძლევარი" მიიღებენ.