დედაქალაქში არსებულ თამბაქოს ჯიხურებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისივე თქმით, თუ კონკრეტული ჯიხური საგზაო მოძრაობას უშლის ხელს, ან სასწავლო დაწესებულებასთან არასწორადაა განთავსებული, საკითხი გადაიხედება და კანონმდებლობის ფარგლებში მოწესრიგდება.