„დედაქალაქს მალე 15 წლიან პერსპექტივაზე გათვლილი ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ, სად, რა აშენდეს და თუ აშენდება ეს ტრანსპორტის მიმართულებით დამატებით რა საჭიროებებს გააჩენს“, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა. მამუკა მუმლაძემდიდი დიღმის მაგალითზე დააკონკრეტა, რომ ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის იქ ახლა 18 და 24 მეტრიანი ავტობუსებია გათვალისწონებული, თუმცა ბევრი ახალი მშენებლობის გამო, შესაძლოა რამდენიმე წელში, დიდ დიღომში მეტროს გაყვანაც კი გახდეს საჭირო. სწორედ ეს მომავალი საჭიროებები, დედაქალაქის მასშტაბით, ამ 15 წლიანიტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმაში უნდა იყოს გაწერილი.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით,ტრანსპორტის 15 წლიანი განვითარების გენერალური გეგმაზეტენდერი უკვე გამოცხადებულია და მონაწილეობის მსურველი კომპანიების სია დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი.