დედაქალაქში, რამდენიმე ლოკაციიდან, სამოქალაქო აქტივისტები ავტოკოლონით ნიკა მელიას პატიმრობას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. როგორც ცნობილია, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება და მათი ერთ-ერთი მოთხოვნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა იქნება.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, "TV პირველის" ეთერში გასული აუდიო ჩანაწერების შემდეგ, პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს.