დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი. როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია.
მისი ინფორმაციით, ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები.