დედაქალაქის მერია კომპანიას, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, აძევებს. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც აღნიშნული კომპანიის მუშაობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ, ვინაიდან ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა.