დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ჩაინა ლილო სითში" მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შესაძლო დივერსიის შესახებ არ სმენია. ამასთან, როგორც კალაძე აღნშნავს, დივერსიას უარყოფს თავად დამწვარი ტერიტორიის მეპატრონე, ლაურა ღაჭავაც. კალაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.