"გირჩის" მიერ "დედაენის ბაღში" ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა.მათი განმარტებით გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.დაკავებამდე გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო. ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად კი რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
იხილეთ:
"დედაენის ბაღში" "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს