"დედაენის ბაღში" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა. მათი განცხადებით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. "დედაენის ბაღთან" კონტრაქციაზე შვილთან ერთად იმყოფება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.ლორთქიფანიძის თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს მოზარდი თაობისთვის უსაფრთხო გარემოს.