პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ, სხდომა დებატების ფორმატში გაგრძელდა. კრიტიკული განცხადებები მმართველი გუნდიდან ძირითადად პრეზიდენტის მისამართით, ოპოზიციიდან კი ხელისუფლების მიმართ გაკეთდა. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილს უფრაქციო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ რომ ანგარიშით გამოსვლისას აქცენტები დასაწყისშივე მცდარი, არაობიექტური გაკეთდა და პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამის თქმა დაავიწყდა, ან უბრალოდ არ გაიხსენა. ოპოზიციის წევრებმა კი აღნიშნეს რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება, არამედბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება.
იხილეთ: საკითხები და საფრთხეები, რაზეც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას აქცენტები გააკეთა