დეა კულუმბეგასივილს ფილმი დასაწყისი რომელიც ოსკარზეა წარდგენილი აქამდე მხოლოდ ფილმიდან ცალკეული კადრები ვრცელდებოდა, ახლახანს პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა,.გასული წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრით სწორედ დასაწყისი აირჩია ოსკარების 2021 წლის დაჯილდოების კანდიდატად, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად საქართველოს სახელით იბრძოლებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოს ამ წარმატების მიღწევის ისეთი დიდი შანსი აქვს, როგორც მანამდე არასდროს: კინოფესტივალებზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი იყო, რომელზეც ყველაზე ხშირად საუბრობდნენ: სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის ჟიურისაც რეჟისორი ლუკა გუადანინო ხელმძღვანელობდა, ფილმმა ერთდროულად ოთხ მთავარ ნომინაციაში მოიპოვა ჯილდო – საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ფილმი", — წერს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ონლაინგამოცემა IndieWire.