ინგლისური მედიის ინფორმაციით მანჩესტერისა და დევიდ დე ხეას თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება, და ესპანელი ოლდ ტრაფორდს ამ ზაფხულს დატოვებს. ესპანელის მომდევნო კლუბი არ სახელდება, თუმცა ექსპერტები ფავორიტად პარიზ სენ ჟერმენს მიიჩნევენ, რომელიც მზადაა მანიკუნიანელებს მეკარის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადონ. შეგახსენებთ, რომ დე ხეა „მანჩესტერს“ 2011 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეუერთდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. ოთხჯერ კი „მანჩესტერის“ სეზონის ფეხბურთელად დასახელდა.