ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან "საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო". დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია.ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.