დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ არ მოხვდეს. მისივე თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.