დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ - Palitra News

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

2019-10-24 10:57:15+04:00

ცხინვალი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით ქართული მხარე ე.წ. საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნის. აღნიშნული უწყება ასევე საქართველოს სპეცსამსახურებს ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"უშიშროების კომიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელის ეკატერინა ბიაზროვას თქმით ქართული უსაფრთხოების ძალები აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან.