დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, თუმცა, ერთ-ერთი, 15 წლის ავთანდილ გამხიტაშვილი, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, გაათავისუფლეს, 3 დაკავებული კი, შეიარაღებულმა პირებმა ცხინვალში გადაიყვანეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბოჟამის და ლამისყანას მაცხოვრებლები - ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები და გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდენენ და დააკავეს, არასრულწლოვანი კი გაათავისუფლეს.