ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტყეების ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტშია იმ რაიონების ხელმძღვანელებთან, სადაც ტყეები იწვის.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.