საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-ასოციაციებს 2016 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. შეხვადრაზე მთავარი აქცენტი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს დაეთმო.
საქართველომ DCFTA-ს შეთანხმების ხელმოწერიდან ორი წლის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, EFTA-სთანაც გააფორმა. დოკუმენტმა საქართველოს 4 ქვეყანასთან გაუხსნა სავაჭრო ურთიერთობები. მათ შორის შვეიცარიასთან. მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც შვეიცარიაში ქართული პროდუქციის ექსპორტს უკავშირდება.