"მოკალი ევა", ბრიტანელი მწერლის და ჟურნალისტის ლუკ ჯენინგსის თრილერის ჟანრის ტრილოგიაა. წიგნი თავდაპირველად 2014-2016 წლებში ელექტრონული ვერსიის სახით გამოქვეყნდა , სახელწოდებით , „ codename villianelle “ , რომელიც 4 სერიას მოიცავდა , 2017 წელს კი ის წიგნის სახით გამომომცემლობა ჯონ მიურეიმ გამოსცა , რასაც მოყვა სერიის გაგრძელება , no tomorrow და die for me.
წიგნში მოთხრობილია ორი ქალის ამბავი , ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი ევა პოლასტრი ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელია , რომელიც გარემოებების დამთხვევას მიჰყავს ერთი რთული საქმის ხელმძღვანელობამდე , რომლის უკანაც , დახვეწილი ხელწერითა და ორიგინალური სისასტიკით გამორჩეული პროფესიონალი მკვლელი ქალი , კოდური სახელით ვილიანელი დგას, რომლის დევნის კვალსაც ევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში , კორუმპირებულ მთავრობებთან და ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციებთან მიჰყავს.. აგენტი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას, მან იცის, რომ მკვლელი ქალია , მასთან მიახლოებისა და მისი გამოჭერის მცდელობისთვის , ევა სასწორზე წარმატებულ კარიერასა და ოჯახურ ბედნიერებასაც კი დებს. ლუკ ჯენინგსი 1953 წელს დაიბადა , ის სწავლობდა ინდურ ენებსა და ცეკვას რამბერტის სკოლაში, მოგვიანებით გახდა Observer-ის ცეკვის კრიტიკოსი. ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ის ასევე წერდა New Yorker-ისთვის, Time-ისთვის და Vanity Fair-ისთვის.ჯენინგსის პირველი რომანი 1993 წელს გამოვიდა სახელწოდებით Rift Candy. მას ორი წლის შემდეგ მოჰყვა The Atlantic, რომელიც ნომინირებული იყო ბუკერის პრემიაზე. 2011 წელს ჯენინგსმა გამოაქვეყნა მემუარები „bloody: მამების, მეგობრობისა და თევზაობის შესახებ“, რომელიც მოხვდა სამუელ ჯონსონისა და უილიამ ჰილის ჯილდოების მოკლე სიაში. ის ასევე არის Faber's Pocket Guide to Ballet თანაავტორი. წიგნის მიხედვით გადაღებულია სერიალი უცვლელი სახელწოდებით , რომლის პირველი ჩვენებაც BBC America-ზე 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელდა, ხოლო რამდენიმე თვეში BBC iPlayer- ზე. მას დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. სერიალმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის Peabody Award და ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის . წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ ტოპ თრილერის სერიაში და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ გვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.