#დაზოგეწყალი #გაუფრთხილდი გარემოს - ეს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანიაა, რომელსაც კომპანია 19 ნოემბრიდან აწარმოებს. კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ერთი თვის განმავლობაში საგანმანათლებლო ტრეინინგი ჩაუტარდათ, რომლის საშუალებითაც სრული ინფორმაცია მიიღეს, თუ რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი. პარალელურად, ბავშვებმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და რეალურად ნახეს თუ რა გზას გადის წყალი ონკანამდე. კამპანიაში ჩართულმა მოსწავლეებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სათავო ოფისში კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს ჟიურის. გუნდები ერთმანეთს ასევე სპეციალურად ორგანიზებულ სპორტულ-შემეცნებით თამაშებში შეეჯიბრებიან.