ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების, "ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება - ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას - თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც "ევროპული საქართველოს" მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.