გასულ წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 35,8%-ით გაიზარდა. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 70 ათას 42 ავტომანქანა იყო დაზღვეული; რაც 18 ათას 491 ერთეულით, ანუ დაახლოებით 35,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცნობისთვის, 2016 წელს ქვეყანაში 51 ათას 551 ავტომობილი იყო დაზღვეული.
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ავტოდაზღვევის პორტფელი 74 მილიონ 440 ლარს შეადგენს. მოზიდული პრემიით კი - 37%-იანი წილით ლიდერობს "ალდაგი", მეორე პოზიციაზე კი "ჯიპიაია". ხუთეულში შედიან ასევე: - "თიბისი დაზღვევა", "ირაო" და "არდი".