ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ განსაკუთრებით თელავი და მისი მიმდებარე სოფლები, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. გუშინდელმა დაახლოებით ნახევარსაათიანმა სტიქიამ ახმეტის რაიონის რამდენიმე სოფელში ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა, ასევე, წააქცია ხეეები.ახმეტის მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა თელავშიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა და მოძრაობა შეაფერხა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავიდან და ახმეტიდან 51 შეტყობინება შევიდა.