"ბავშვთა სამყაროს" ქონება დაყადაღებულია, - ამის შესახებ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა. როგორ მან განმარტა,"ბავშვთა სამყაროს" საკუთრებაშია შენობა-ნაგებობა, რომელიც დაიწვა და მიწა, რომელზეც შეობა იდგა. არევაძის განცხადებით ხალხის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა "ბავშვთა სამყაროს" ქონების დაყადაღებას, პროკურატურის მხრიდან შესრულებულია. მისივე თქმით მას აქვს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „ბავშვთა სამყაროს" ქონებას ყადაღა აქვს დადებული. ახლა კი პასუხისმგებელი სუბიექტის გამოვლენას ელოდებიან რომელიც მათი ვარაუდით, "ბავშვთა სამყარო" შეიძლება იყოს.