საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებულია იმაზე დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტი ეკა ბესელიამ უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატთან ერთად მოამზადა.