შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს პანდემიის გამო ვირტუალურ ფორმატში ტარდება. სხვა დროს დავოსის ქუჩები წელიწადის ამ დროს გადატვირთულია, რადგან მსოფლიოს გავლენიანი ლიდერები სწორედ აქ იკრიბებიან, თუმცა წელს სიტუაცია განსხვავებულია. ამჯერად ფორუმის მონაწილენი აუდიტორიას ონლაინ რეჟიმში მიმართავენ.
გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ფორუმის დღისწესრიგშიც შესაბამისად მოხვდა შემდეგი საკითხები: მზარდი უმუშევრობა და ვალები, შემოსავლებში უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები. მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მეთაურები, სამოქალაქო საზოგადოების, გლობალური მედიის ლიდერები და ახალგაზრდების წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 25 იანვრიდან 29 ინვრამდე პერიოდში იმართება. დავოსის ფორუმი - ეს არის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის ყოველწლიური შეხვედრა. მას 1980 წლიდან გააჩნია წლის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოვლენის სტატუსი.