21:21
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დავოსის ფორუმამდე, ჯაშუშობის ბრალდებით ორი რუსი "სანტექნიკოსი" დააკავეს
22-01-2020

რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "სანტექნიკოსები" იყვნენ და ამასთან დიპლომატიურ პასპორტებს ფლობდნენ, შვეიცარიის დავოსის ფორუმამდე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ინფორმაციის შვეიცარიულ მედიაზე დაყრდნობით არაერთი გამოცემა ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, "სანტქენიკოსები" დავოსს აგვისტოში ესტუმრნენ და გეგმავდნენ დავოსის ფორუმის ჩასატარებელ ადგილებზე მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო შვეიცარიას დილომატიური "შედეგებით" დაემუქრა, თუ მამაკაცების დაკავება მოხდებოდა. როგორც ცნობილია, მოგვიანებით მამაკაცები გაათავისუფლეს.

რუსეთის საელჩო ბერნში ბრალდებებს უარყოფს. მათი თქმით, არსებობენ დიპლომატებს გარდა სხვა ადამიანებიც, რომლებზეც დიპლომატიური პასპორტები გაიცემა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები