პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით დაახლოებით 150 ათას კომპანიას შესაძლებლობა ექნება დღგ ფაქტობრივად მომენტალურად და ავტომატურად დაიბრუნოს.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.
გახარიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა რომ ვირუსთან ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკურ კრიზისითან გამკლავება სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანაა.