ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე კეზერაშვილისთვის 9 ივლისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის დაზუსტების განხილვა გაიმართა. ადვოკატი ამ გადაწყვეტილების შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება უსაფუძლო იყო და ბრალდება დაუსაბუთებელია, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.