საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრს გიორგი კანდელაკს პასუხობს და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ. დელეგაციის წევრებმა საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი. საქართველოს მთავრობის 332-ე თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში