საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე, რის შესახებაც ინფორმაციას დამატებით გაავრცელებენ. მანვე მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რომ იყვნენ მუდმივად ონლაინ რეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან. მინისტრმა ბილეთის ფასზეც ისაუბრა და აღნიშან რომ მზად არის პირადად აგოს პასუხი თუ ერთ მგზავრს მაინც ბილეთი 200 ევროზე მეტი დაუჯდება.