საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება. მინისტრის ინფორმაციით კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს. ზალკალიანის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები მხოლოდ ჩინეთსა და ირანს შეეხება. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს.