საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციისადმი ევროპარლამენტარების მიერ საკანონმდებლო ორგანოში შემოსვლის მოწოდებების შეფასებისას განუცხადა, დემოკრატიული და საპარლამენტო პროცესი არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.
დავით ზალკალიანმა კომენტარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ფაქტი რომ ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს, მნიშვნელოვანი განაცხადი და დიპლომატიური სამსახურის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია; საკითხის ასეთ დონეზე აწევა კი საქართველოს ძალიან წაადგება.