უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის საზღვრების გახსნის ინფორმაცია დადასტურდება, ასევე ცნობილი გახდება ის რეგულაციებიც, რომლის დაცვა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრებისას მოუწევთ.