ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაზე გამოსვლისას დავით ზალკალიანმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტეიტორიების ოკუპაციის საკითხი კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემურ დარღვევაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დავით ზალკალიანმა ეუთო-ს ტრიბუნიდან არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და მის მნიშვნელობაზე.