თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და მოვახდინოთ ყველა დამკვირვებლის ჩამოყვანა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრებისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო ძალიან მკაფიო და ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა უზრუნველვყოფილი იყოს მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრება.