დღევანდელ დღეს სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.
მინისტრი წერს, რომ 27 სექტემბერი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი თარიღია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ დავიბრუნოთ არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ აფხაზების სიყვარული, მათთან მეგობრობა, ის კულტურა და ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვაერთიანებდა.