"ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი", - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. მისივე თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება.
ამასთან, ზალკალიანი აკონკრეტებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის მხოლოდ საკუთარ ვერსიას ჰყვება.