საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ კერძო პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან არსებობს ინიციატივა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფონდი, სადაც ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი. ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, გეგმავს თუ არა მთავრობა საქართველო მოქალაქეების დასაბრუნებლად ოპოზიციისა და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეთავაზების მიღებას.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც შეთავაზებული იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ათვისებული აქვს.