17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში შეხვედრებს გამართავს.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გართულებულ გარემოს.