საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ანგელა მერკელისა და პუტინიკის შეხვედრაზე რატომ არ მოხვდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების საკითხი, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ოპონენტების შეფასება არასერიოზულიაჯერ ერთი აბსოლუტურად არასერიოზულია იმის მტკიცება, იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, რომ ამის შესახებ ოპონენტებმა იციან, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა და შეხვედრა ისე დატოვეს ლიდერებმა, რომ მოლაპარაკებების ძირითად თემებზე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ვიცით, რაც დადასტურდა კიდეც რამდენიმე თვის წინ ჩემი გერმანიაში ვიზიტის დროს - ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ საქართველო მუდმივად დგას და მომავალშიც იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში. ის ფაქტი, რომ ანგელა მერკელი ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოდის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო იყო და მუდმივად იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი თემა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა