საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი 2 დღეა შეჩერდა, ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ინფორმაციის გაცნობა. სიტუაცია მართლაც ძალიან დამთრგუნველია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ფაქტორბივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებებია ეს, რომელსაც ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.