ის წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში განაცხადა, სადაც ის NATO ღონისძიებაში მონაწილეობს. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში.